მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული

645107bd80355
მარიამ ვარადაშვილი
02.05.23 19:20
556
სომხეთმა გაეროს რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული მხარი დაუჭირა.

საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც გაეროსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობას ეხება. დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 122 ხმით დაამტკიცა და მხარდამჭერებს შორის ჩინეთთან ერთად სხვა არაერთი რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, სომხეთ, ინდოეთი და ბრაზილიაც არიან.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა თავად რუსეთმა, ბელარუსმა, ნიკარაგუამ, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ.

კერძოდ, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპა "უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა" რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამო და მოითხოვს ამ აგრესიის მსხვერპლების კომპენსირებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები