ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ის საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლის განხორციელებაც ავტოიმპორტიორებისთვის არის აუცილებელი.
შემოსავლების სამსახურის მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი ინიციატივა ავტომობილების გასაყიდი ტერიტორიის გაფართოებას ეხება. მათი თქმით, ცალკე საბაჟო ტერმინალები გამოყოფილი აღარ იქნება და როგორც საბაჟო, ისე ჩვეულებრივი სადგომები ერთ სივრცეში მოექცევა. ამ სივრცეში როგორც გაფორმებული, ისე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შერეულად იქნება განთავსებული.
“შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების პროექტზე მუშაობა, რომლითაც შესაძლებელი გახდება საბაჟო საწყობში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ადგილებზე ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის ტერიტორიებზე განთავსებას, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვის/განთავსების მიზნით მოწყობილი საბაჟო საწყობებისათვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას.”-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ დღეს საბაჟო ტერმინალებზე მყოფ ავტომობილებზე მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან დაბალია, შესაბამისად, ბიზნესის განმარტებით, საერთო სივრცეში ავტომობილების მოქცევა, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს გარკვეულწილად მოაგვარებს.
“აქ იყო ფსიქოლოგიური მომენტი, რომ საბაჟო ტერმინალში განთავსებული ავტომობილები მყიდველისთვის არაპოპულარული იყო, რადგან ითვლებოდა რომ აქ განთავსებული ავტომობილი ჩარჩენილი საქონელი იყო. ეს ინიციატივა ამ ე.წ ფსიქოლოგიურ ბარიერს და სტერეოტიპს დაანგრევს და ეს სივრცე გაერთიანდება. ეს ერთგვარი ხელშეწყობაა ავტოდილერებისთვის. ტერმინალისა და ბაზრობის გაერთიანების ნაწილში ზუსტი თარიღი არ დათქმულა, გვესმის, რომ საკონონმდებლო ცვლილებები უნდა მოხდეს. სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის, ცვლილებები მზად იქნება", - აცხადებს "კავკასუს ავტო იმპორტის" გაყიდვების დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ