მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაინტერესებთ, რეალურად რამდენ გადასახადს იხდით? - ამას საქსტატის ახალი პორტალით გაიგებთ

6103b988f063c
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.21 12:35
1546
გაინტერესებთ, ყოველთვიურად თქვენი შემოსავლიდან რა თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში? - ამის დათვლა საქსტატის ახალი “გადასახადების კალკულატორის” მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ახალი ვებგვერდის ამოქმედებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგვისტოში გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.

“გადასახადების კალკულატორი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დათვალოს მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან და ხარჯებიდან რა თანხა მიემართება გადასახადებში. მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს ნაწარმზე ან ალკოჰოლზე გაწეული ხარჯებიდან. შესაბამისად, გაიგებს დაახლოებით, რა წილი მიუძღვის სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს სისტემა ამის შეფასების შესაძლებლობას მისცემს,” - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოში დასაქმებულები ხელფასის 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიან. ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედებს ირიბი გადასახადებიც, მაგალითად 18%-იანი დღგ, რომელსაც საქონლისა თუ მომსახურების შეძენისას იხდით, ასევე აქციზის გადასახადიც, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე, ალკოჰოლსა და ნავთობპროდუქტებზე მოქმედებს.