მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.8%-მდე გაზარდა

644bdc5ada933
მარიამ ვარადაშვილი
28.04.23 18:49
982
Galt & taggart 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის I კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.8%-დან 5.8%-მდე ზრდიან. ამას გარდა, Galt & taggart-მა წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5.2%-დან 4.7%-მდე შეამცირა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით - 2.65-დან 2.55-მდე.

“მარტში ინფლაციის სწრაფი შემცირების გამო გადავხედეთ წლიური საშუალო ინფლაციის პროგნოზს და 4.7%-მდე შევამცირეთ. ჩვენი პროგნოზით ინფლაცია მიზნობ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოს დაუახლოვდება”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

2018 წლიდან ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. Galt & taggart უცვლელად ტოვებს საკუთარ პროგნოზსს ტურიზმის შემოსავლებზე, ორგანიზაცია 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15% -ით 4 მლრდ დოლარამდე ზრდას ელოდება.

2023 წელს საქართველოში 4-5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4%-დან 4.5%-მდე გაზრდის. IMF-ის შეფასებით 2023-ში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, მსოფლიო ბანკი (ADB) – 4.4% -იან ზრდას ვარაუდობს, EBRD – 5%. საქართველოს მთავრობას 2023 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე აქვს დაგეგმილი.