მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი პროგნოზს ცვლის: წელს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება

60e55bf53863f
ლიკა გურაბანიძე
07.07.21 11:45
696
„წელს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება“, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდა, თითქმის ყველა დარგში, ეკონომიკურმა გაჯანსაღებამ განაპირობა.

“ბოლო თვეებია ჩვენც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ვაკეთებთ კორექტირებას. ივნისში საბაზისო სცენარი 7%-მდე გავზარდეთ, ახლა ვფიქრობთ, რომ საბაზისო სცენარი დავაკორექტიროთ და ახალი გამოვაქვეყნოთ.

როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება, ჩვენ იმ რისკებს ვითვალისწინებთ, რაც კორონავირუსს ახლავს. კერძოდ, შესაძლოა ზომების გამკაცრება მოხდეს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე არასახარბიელოდ აისახება, თუმცა ოპტიმისტური პროგნოზი ჩვენც გვაქვს და ის რისკები, რასაც საბაზისო სცენარში ვითვალისწინებთ, თუ არ განხორციელდა, 2021 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას 11.5%-ის დონეზე ველოდებით. 2022 წლის პროგნოზზე საუბრისას კი ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ 5%-ზე მაღალი დარჩება.

ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდა დაგროვილი მოთხოვნის ინერციაა, ხოლო 2022 წელს ეკონომიკა 5%-იან ზრდის ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლისთვის საქართველოს მთავრობაც ცვლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს. წელს ხელისუფლება ეკონომიკის 7.7%-ით ზრდას ელის.