“ჩვენი პროგნოზი არის ის, რომ 2021 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე მაღლა შენარჩუნდება და, დაახლოებით 4,5%-ის ფარგლებში იქნება”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წელს ინფლაციაზე წნეხი რამდენიმე ფაქტორთან ერთად, გაცვლითი კურსიდანაც რჩება.
“2020 წლის დეკემბერში, სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 2.4%-მდე შემცირდა წინა თვის 3.8%-დან, რაც ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ განაპირობა. პრინციპული მიდგომაა ის თუ რამდენად შეიძლება მთავრობის მიერ ასეთი ტიპის სუბსიდია რეალურად სუბსიდიად ჩაითვალოს. შესაძლებელი იყო, რომ მთავრობის მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსება სხვა ფორმითაც ყოფილიყო, მაგალითად, ეს თანხები ამ ადამიანებისთვის პირდაპირ გადაეცათ, რაც სუბსიდიად არ ჩაითვლებოდა და სამომხმარებლო ფასებიდან მისი გამოთიშვა არ მოხდებოდა. მთავრობამ ამ პროცესს რომ სუბსიდია დაარქვა, ეს საქსტატმა სუბსიდიად აღიქვა და სამომხმარებლო ფასებს გამოაკლო. 2021 წელს რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ინფლაციასთან დაკავშირებით?! - კომუნალური გადასახადების გაზრდას ინფლაციაზე მიმდინარე წელს გარკვეული გავლენა ექნება. ინფლაციაზე წნეხი გაცვლითი კურსიდანაც რჩება", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის დროული აღდგენა უნდა დაიწყოს, რადგან ეს ფაქტორი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია როდის დაწყება და როდის დასრულდება ვაქცინაციის პროცესი, რაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, პირდაპირი დაშვებები გავაკეთოთ იმაზე, რამდენად მოხდება ტურიზმის გამოცოცხლება. თუ ტურიზმის სექტორი თუნდაც წლის მეორე ნახევრიდან გამოცოცხლდება და 2019 წლის მაჩვენებლებს სანახევროდ დაუახლოვდება, მაშინ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, დაახლოებით, 5-5,5% იყოს, თუ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება ნელ-ნელა მოხდება, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3,6%-ის ფარგლებში იქნება. ასევე, თუ ტურიზმი ნაწილობრივ აღდგება, სებ-ს საშუალება ექნება, 2021 წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს. ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავრობის კაპიტალური ხარჯებია, რაც, დაახლოებით, 8,3%-ის ფარგლებშია მშპ-ის მიმართ. ფულადი გზავნილების ზრდასაც ველოდებით და ასევე, ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას”, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის