მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაცვლითი კურსის გამყარების გადმოცემა ფასზე ხისტია და დაგვიანების ეფექტი აქვს” - ქავთარაძე

64327c8a0a4dd
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 12:47
1408
Galt & Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განმარტებით, გაცვლითი კურსის გამყარების გადმოცემა პროდუქტის ფასზე ხისტია და ამას დაგვიანების ეფექტი ჰქვია. Ამის შესახებ მან გადაცემა “ანალიტიკაში” მარტში ინფლაციის შემცირების ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა.

Მისი თქმით, ინფლაციის შემცირებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, როგორც გარე, ასევე შიდა.

„ინფლაციის შემცირება ბევრი მხარის დამსახურებაა ცენტრალური, ევროპისა და ამერიკის ცენტრალური ბანკების, სწორედ მათ მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგია საერთაშორისო ბაზარზე ფასების ქვემოთ წამოსვლა. ამასთან, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ იმპორტირებული ინფლაციის წვლილი უარყოფითია. გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაცვლითი კურსი ფასზე მეტ-ნაკლებად ასახულიყო და ამის შესაძლებლობა კიდევ არის. გაცვლითი კურსის ეფექტი ფასების დონეზე 100%-ით რომ ყოფილიყო ასახული, კიდევ უფრო დაბალი ინფლაცია გვექნებოდა”, - განაცხადა ქავთარაძემ.

კითხვაზე - აქვს თუ არა გავლენა ფასებზე პრემიერის მიერ გაცხადებული ფასების შემცირების პოლიტიკას, “გალტ ენდ თაგარტის” ეკონომისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფასების შემცირებაზე ლარის კურსის გამყარება მოქმედებს.

“ინფლაციის შემცირების ძირითადი მიზეზები ჯანდაცვის სექტორსა და ტრანსპორტის დარგში ნავთობ-პროდუქტების ფასების სწრაფი შემცირება იყო. ნავთობ-პროდუქტები გლობალურ ტრენდს მიჰყვება, ასევე ითვალისწინებს გაცვლით კურს და ამ ეფექტის გამო შემცირდა ინფლაცია, თუმცა ფასების შემცირების შესაძლებლობა ადრეც იყო. რაც შეეხება ჯანდაცვას და სურსათს, ამ სექტორში ვინც ოპერირებს ისინი წაგებაზე მუშაობენ და ის ფასები, რომლებიც ახლაა, მათთვის მარჟების შემცირებასა და ნაკლებ მოგებას ნიშნავს, მათ ამის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ. ის გარემო, რაც საერთაშორისო ბაზრებზე და ლარის კურსის კომპონენტის გამო შეიქმნა..”, - აღნიშნა მან.

ლაშა ქავთარაძემ განმარტავს, რომ ზოგადად ეროვნული ვალუტის გამყარება პროდუქტის ფასზე დაგვიანებით აისახება და ფასების კლების დაგვიანებული ტენდენციაც აქედანაა განპირობებული.

“თქვენ რომ ბიზნესმენი იყოთ და შემოგქონდეთ პროდუქტი და დოლარი 3 ლარად გქონდეთ ნაყიდი, თქვენ ფასს ამ კურსიდან გამომდინარე დაადებთ, რომ 20%-იანი მოგება ნახოთ. კურსი რომ 2.7-ზე ჩამოვიდა, თქვენ ამ კურსზე კი არ გადაგყავთ, მაინც ფიქრობთ, რომ შეიძლება გაცვლით კურსი კვლავ 3 ლარს დაუბრუნდეს და ისეთ ფასდადებას გავაკეთებ, რომ 20%-ც მოვიგო. ახლაც ეს “გეპი” შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 2.55 ლარია 1 დოლარის ღირებულება, ამის გათვალისწინება და ფასის წარმოქმნა შესაძლოა, უფრო მაღალ კურსში ხდებოდეს. ამას დაგვიანების ეფექტი ჰქვია, ანუ გაცვლითი კურსის გამყარების გადმოცემა ფასზე ხისტია”, - განაცხადა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები