მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი: მომდევნო თვეებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება

5da31f168db89
ნუცა ბაზლიძე
14.10.19 09:45
1886
„სექტემბერში საგადასახადო შემოსავლები 10%-ით გაიზარდა, მათ შორის აღსანიშნავია რომ დღგ-ის გადასახადი როგორც ტერიტორიაზე, ისე იმპორტზე გაზრდილია 20%-30%-ის ფარგლებში, რომლის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ რეალური მშპ-ის ზრდა 3%-4%-ის ფარგლებში უნდა იყოს, უფრო 4%-თან მიახლოებული 2019 წლის სექტემბერში“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ეკონომიკის მიმოხილვის განაცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, 2019 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ზრდაში მშენებლობის სექტორს მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში უარყოფითი წვლილი შეჰქონდა, თუმცა ივნისიდან სექტორი ზრდის მიმართულებით განვითარდა და მოსალოდნელია, პოზიტიური ტრენდის შენარჩნება წლის ბოლომდე. მშენებლობის სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან, მას დაახლოებით 9%-იანი წილი უკავია მთლიან შიდა პროდუქტში“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

მისი ინფორმაციით, მომდევნო თვეებში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია უფრო ზრდის ტემპის შენელებისკენ იქნება მიმართული, რადგან 2019 წლის მეორე ნახევარში გაზრდილია ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი რისკები, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორიდან მომდინარე რისკები.

„აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 3% იქნება, მესამე კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდა გამოდის დაახლოებით, 5%, შესაბამისად მე-4 კვარტალში ეკონომიკა 3.5%-ით რომ გაიზარდოს, საბოლოო ჯამში, წლიურად გავდივართ 4.5%-იან ზრდაზე. ასეთი სცენარი კი, ყველაზე დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი“, - განმარტავს ეკონომისტი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდა 2019 წლის ივლისში 6.1% იყო, ხოლო აგვისტოში ზრდამ 5.8% შეადგინა.