მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ის ეკონომისტი: ინფლაციის რისკები გაზრდილია

5da31b197ca2d
ნუცა ბაზლიძე
13.10.19 15:50
1079
„მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ინფლაციის რისკები გაზრდილია, რაც მომდინარეობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

ეკონომისტის პროგნოზით, 2019 წელს მოსალოდნელია, რომ საშუალო წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინოს, ხოლო დეკემბერში კი, დაახლოებით, 6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდეს.

ქავთარაძის შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და ტრანსპორტის კატეგორიებმა იქონიეს.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები სამომხმარებლო კალათის 30%-ზე მეტს შეადგენს, ამ კატეგორიაში ინფლაციის 12%-იანმა მაჩვენებელმა კი, საერთო სურათზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და 6.4%-იან ინფლაციაში 3.5%-იანი წილი სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფასები გაზრდილია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა კარტოფილი, ზეთი, ხახვი, ხორცპროდუქტები და ა.შ., რომელზეც ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზეც შეინიშნებოდა სექტემბერში.

"საქმიან დილაში“ ინფლაციის მიმოხილვისას ეკონომისტმა ერთ-ერთ დამაიმედებელ ფაქტორად განიხილა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რომელიც ინფლაციურ პროცესებზე გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება.

ცნობისთვის, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. 2019 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი ნიშნული 3%-ია.