მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაძლოა, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს" - ლაშა ქავთარაძე

ქავთარაძე

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" 25 ოქტომბერს ჩანიშნულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს.

"ხვალ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა არის ჩანიშნული, თუ შევხედავთ ფუნდამენტურ ფაქტორებს, ფასების დინამიკას და მის სტრუქტურას, ვფიქრობთ, შესაძლოა, სებ-მა 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და რიცხვი 10%-დან 9.75%-მდე ჩამოვიდეს", - დასძინა ეკონომისტმა.

ამასთან, ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ინფლაციაზე დიდ წნეხს არ ველოდებით მომდევნო თვეებში.

"ფასებზე ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, მაგალითად სექტემბრის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვის მსგავსად წლიურად იგივე კლებას აჩვენებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის გარკვეული წინმსწრები ინდიკატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ინფლაციაზე დიდი წნეხი არ არის მოსალოდნელი", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები