მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს წელს 9,5%-მდე, 2024 წელს კი 8,5%-მდე შეამცირებს - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

მაღალი ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ფრთხილ მიდგომას ირჩევს და მიუხედავად განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებულ პოზიციაზეა. ამჟამად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს. როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტში ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს 7%-ს, ეტაპობრივად დაუახლოვდება.

საინვესტიციო ბანკ Galt & Tagart-ის პროგნოზით, წელს ეროვნული ბანკი სავარაუდოდ 9,5%-მდე შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, მომავალ წელს კი ეს მაჩვენებელი სებ-ის პროგნოზირებულ ნეიტრალურ დონეზე მაღალი დარჩება.

„ჩვენ არ ვცვლით ჩვენს ხედვას მიმდინარე წელთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ 9,5% მდე შემცირდება განაკვეთი. დარჩენილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 სხდომა და ველოდებით, რომ თანაბრად იქნება გადანაწილებული 0,25-0,25% შემდგომ სხდომებზე.

რაც შეეხება 2024 წლის პროგნოზს, ჩვენ სანამ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს გავზრდიდით [3,1%-დან 3,5%-მდე], მანამდე ვფიქრობდით, რომ 8%-მდე შესაძლებლობა იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების, თუმცა ახლა 8,5%-მდე ვფიქრობთ, რომ 2024 წელს ცენტრალურ ბანკს ექნება ამის შესაძლებლობა“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები