მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აკავებს ინფლაციის შემცირებას?

6435b6ef30b01
ალა ისპირიანი
12.04.23 00:05
873
ინფლაციას ეკონომიკურ ზრდაზე და შემოსავლებზე დიდი გავლენა აქვს. გრძელვადიან ინფლაციაზე მოთხოვნის ფაქტორები მოქმედებს. ინფლაციაზე გავლენა აქვს მოკლევადიან ფაქტორებსაც, მაგალითად თუ გაძვირდა ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათის ინდექსში აისახება.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს ინფლაციის შემცირებას აკავებს, სწორედ შიდა მოთხოვნაა.

როგორც მან, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი 5%-ია და საქართველოს გასული ორი წელი 5%-ზე მეტი ზრდა ჰქონდა, ამან ფასების დონეზე წნეხი გამოიწვია.

„ინფლაცია არ ნიშნავს, რომ მარტო ერთი დასახელების პროდუქტები მცირდება და ამის გამო მცირდება ინფლაცია. მაგალითად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ინფლაცია კვლავ მაღალია, მაგრამ არის სხვა კატეგორიები რომლებიც ქვემოთ წამოვიდა და ამან შეუწყო ხელი ინფლაციის საერთო დონის ქვემოთ წამოსვლას - ასეთი 12 კატეგორიაა და აქედან კიდევ 305 დასახელების პროდუქტია.

ველოდებით რომ შემდეგ თვეებში ინფლაციის შემცირების ტემპი გაგრძელდება. თუმცა ჩვენი პროგნოზი ნაკლებად ოპტიმისტურია ვიდრე ეროვნულ ბანკს აქვს. მათი პროგნოზით ინფლაცია 3%-ს ჩამოსცდება, მაგრამ თუ ჩვენ აპრილის ან მაისის ინფლაციას თვე-თვესთან უარყოფითს მივიღებთ, მაშინ წლის მეორე ნახევარში ნამდვილად ჩამოსცდება 3%-ს, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს რომ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიის ფასები ქვემოთ მნიშვნელოვნად წამოვა.

ინფლაციის დონეზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის გაცვლითი კურსი. გაცვლითი კურსის გამყარებამ მთლიანად, რომ ინფლაციის შემცირება განაპირობოს ესე არ არის. დღეს, რასაც ინფლაციის შემცირებას აკავებს შიდა მოთხოვნაა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი 5%-ია და ჩვენ გასული ორი წელი 5%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, ფასების დონეზე წნეხი აქედან არის“, - განაცხადა მან.

მარტში ინფლაციის დონე ბოლო ორი წლის მინიმუმამდე, 5.3%-მდე შემცირდა.ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით სებ-ი ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდს უკვე ხედავს. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები