მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამოსავალი უცვლელია: თავისუფალი, რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მთავრობა“ - ქადაგიძე

60e471c9708a1
თელარა გელანტია
06.07.21 19:07
797
„გამოსავალი უცვლელია: თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მთავრობა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ნებას და დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც მოძალადეებმა მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გუშინ, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლებამ და სამარცხვინო სკანდალებში გახვეულმა საპატრიარქომ, კლასიკურ რუსულ სტილში ერთობლივად დაგეგმეს პოლიტიკური კაპიტალიზაცია საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და ჩაგრულ ჯგუფზე. მას შემდეგ, რაც მათ ადგილზე არ დახვდათ პრაიდის წარმომადგენლები, დაერივნენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ტურისტებს - ერთი სიტყვით, მოაწყვეს პოგრომი.

რაც მთავარია, ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გაასაღონ, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება.

დღეს, 20:00 საათზე უნდა მივიდეთ პარლამენტთან იმიტომ, რომ არვინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა; იმიტომ, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი; იმიტომ, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ვიცხოვროთ მშვიდ, თანასწორ, დაცულ ქვეყანაში; იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა.

ჩემი აზრით, გამოსავალი უცვლელია: თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მთავრობა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ნებას და დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე“, - წერს გიორგი ქადაგიძე Facebook-პოსტში.