“ჩვენი შეფასებით, ლარის კურსი წლის ბოლოსკენ 3.1-3.2 ფარგლებში უნდა მერყეობდეს", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრისას განმარტავს, რომ ასეთ დროს ყურადღება რეგიონში სხვა ვალუტების გაუფასურებასაც უნდა მივაქციოთ.
“მიმდინარე წლის სექტემბრიდან რეგიონში ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით ყველაზე მეტად არის გაუფასურებული. ყურადღება რეგიონის სხვა ვალუტებს უნდა მივაქციოთ, ეს იქნება ლირა თუ - რუსული რუბლი. ეს ორი ვალუტა სექტემბერში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ბოლო წლებს თუ შევხედავთ, შესაძლოა ვთქვათ, რომ იაფი ლარის პოლიტიკა გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის ლარით გაზრდილი დაფინანსება გვაქვს, როგორც მთავრობის, ასევე, ეროვნული ბანკის მხრიდან", - განმარტა ქავთარაძემ.
ასევე, ლაშა ქავთარაძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.
“როდესაც რეგიონში რაიმე რისკი ჩნდება და ეს გარკვეულ კრიზისში გადაიზრდება, ის ლარის კურსზე პირდაპირ ასახვას პოულობს. მიმდინარე პერიოდში ლარის გაუფასურება იმ უარყოფითი ფაქტორებით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის მოლოდინებს უკავშირდება.
ფაქტობრივად, მეორე ტალღა გვაქვს არა მარტო საქართველოში, არამედ - სხვა ქვეყნებში. ასევე, არის ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორი: არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინები, ასევე, სეზონურობა, წინა წლებში ლარის გაუფასურება შემოდგომაზე ხდებოდა. ასევე, ფისკალურ სტიმულს გამოვყოფდი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში აჩქარებულია ანუ მიმდინარე ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამასთან აღსანიშნავია, საბანკო სექტორის სესხების ზრდა, იმიტომ, რომ მასზე მოთხოვნაა. ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, ეს ფაქტორები ლარის კურსზე გავლენას ახდენენ", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ასევე, Galt&Taggart-ის ეკონომისტი საუბრისას, აღნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში ლარის კურსზე მცირედი ზეწოლა მოსალოდნელია.
“მოსალოდნელია, რომ დარჩენილ თვეებში ინფლაციაზე მცირედი ზეწოლა იყოს და ეს იმ მაღალი ბაზით იქნება განეიტრალებული, რომელიც შარშან გვქონდა. თუ ლარის გაუფასურება, წლის ბოლომდე 3.2 ლარის ზემოთ შენარჩუნდება, შესაძლოა, ამას წლის ბოლომდე ინფლაციაზე ზეწოლა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე უკიდურეს სცენარში, შესაძლოა ინფლაცია 4% იყოს. თუ ლარის კურსი 3.1-3.2 ფარგლებში მოთავსდება, მაშინ ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე 3.5%-თან ახლოს იქნება", - განმარტა ქავთარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ