"დღეისთვის გვქონდა 26 000-მდე აცრა გვქონდა, მომდევნო დღეებშიც გვაქვს 23 000 ფარგელბში, ხოლო 15 აგვისტოს შემდეგ აქტივობა მოსახლეობის მხრიდან ნელდება. გარდა წინასწარი ბუქინგისა აქტიურად მიმართეთ ამცრელ დაწესებულებებს, ასეთი 184-ია ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულება 354 ბრიგადით. დღეს გაიხსნა ამცრელი ცენტრი მცხეთაში, ხვალ ტექნიკური უნივერსისტეტის მე-7 კორპუსში ამცრელი დაწესებულება ამოქმედება რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არის აფილირებული, ასეთივე ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში დიდ უნივერსიტეტების სივრცეებში გაჩნდება თბილისში, ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში. ამ დაწესებულებებში ადამიანები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას, ისევე როგორც ყველა ამცრელ სივრცეში არის ვირტუალური კაბინეტები სადაც ჩაწერის გარეშე ადამიანები შეიძლება მივიდნენ და აიცრან. დღეს აცრილი ადამიანების 15% წინასწარი ბუქინგის გარეშე მიდის,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.




























