24.იანვარი .2021 00:54

გამყრელიძის განცხადებით, I კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება უნდა მოხდეს

გამყრელიძის განცხადებით, I კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება უნდა მოხდეს
views 706
უკან

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათას დოზას მიიღებს. პირველი არხის ეთერში, გადაცემა "რეალურ სივრცეში" გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ვაქცინის მიღება COVAX პლატფორმის მეშვეობით მოხდება. 

“ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა და მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1.1 მილიონი დოზა. ამავდროულად, პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე შეგვპირდნენ, თავისი ჭარბი დოზებიდან როდესაც მიიღებენ, დაახლოებით უკვე გვაქვს რიცხვებიც.

ფარმაცევტული ინდუსტია ჩამორჩება ვაქცინების წარმოების იმ მასშტაბებს, რაც იყო პროგნოზირებული დეკემბერში"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ინფორმაციით, Pfizer-მა 29 იანვრისთვის უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ გადმოსცემს თუ არა საქართველოს ვაქცინის დამატებით დოზებს, რომლებიც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის არის განკუთვნილი.

COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის მთავარ ვაქცინად AstraZeneca-ს ვაქცინა განიხილება. სტრატეგიის თანახმად, COVAX პლატფორმით წელს საქართველო გარანტირებული სახით AstraZeneca-ს 1,484,400 ვაქცინას მიიღებს, ხოლო დამატებითი "ოფციური" სახით ამ ვაქცინის 2,294,927 დოზის შესყიდვა იგეგმება. ამასთან, სტრატეგიაში მითითებულია, რომ ლოგისტიკური ჯაჭვის სირთულის გამო, არ განიხილება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზაზე მეტის შესყიდვა და პირველ რიგში სწორედ ამ ვაქცინით განიხილება მოსახლეობის ვაქცინაცია. 

ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა ვაქცინაციის ეროვნულ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა