მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვითარებად ქვეყნებში სტარტაპებისთვის ფინანსების მოძიება გართულდა“ – Payze

63f489583eb98
თინათინ ნატმელაძე
22.02.23 09:32
714
ქართული ფინტექ სტარტაპიs Payze-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გეგა წურწუმიამ BM.GE-თან 2022 წლის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე ინვესტორები სტარტაპებში ინვესტირებას უფრო ფრთხილად უდგებიან.

„2022 წლის მთავარი გამოწვევა მსოფლიო კრიზისის დაწყება იყო, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია საინვესტიციო გარემოზე სტარტაპებისთვის, იმიტომ რომ სტარტაპებში ინვესტირება შედარებით მაღალრისკიანია და მსოფლიო კრიზისის ფონზე ამ ინდუსტრიასაც საკმაოდ მოაკლდა ფინანსები - ინვესტორები უფრო ნაკლებ რისკზე მიდიან. განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, რომლებშიც ჩვენ ვართ წარმოდგენილი, ფინანსების მოძიება შედარებით გართულდა.“ - განაცხადა გეგა წურწუმიამ.

შეგახსენებთ, რომ Payze საქართველოს ბაზრის გარდა უზბეკეთსა და ყაზახეთშიცაა წარმოდგენილი, სამივე ქვეყნიდან მისი სერვისის მომხმარებელი კომპანიების რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს.

ინფორმაციისთვის, სტარტაპი 2020 წელს შეიქმნა და ის ტრანზაქციების ინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით უზრუნველყოფს.