მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება - Colliers International Georgia

5fb27d90b0532
ელენე გოგბერაშვილი
17.11.20 10:20
969
Colliers International Georgia უძრავი ქონების ბაზრის მორიგ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების მოცულობამ 3 117 შედგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 139 მლნ დოლარს შეადგენს, რაც, ასევე, 4%-იან კლებას აჩვენებს.

ამასთან Colliers-ი ანგარიშში, საბაზისო სცენარზე დაყრდნობით, ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე არსებულ მოლოდინებზეც საუბრობს. 

კერძოდ, კომპანიის გათვლებით, ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების, ისე ფასის კუთხით. ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე. 

"ეკონომ კლასის შემთხვევაში, ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე მათ შორის ქალაქგარეთ. 

პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების, ისე ფასის შემცირებაც", - ნათქვამია მიმოხილვაში.

მოკლევადიან პერიოდში Colliers-ი ტრანზაქციების შემცირებას ელის, განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი და გუდაური. 

"2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში, დაახლოებით, 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, საიდანაც დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან. 

საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ, შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან", - ნათქვამია მიმოხილვაში.