მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gastronaut - „მსოფლიომ ქართული გასტრონომიის შესახებ არაფერი იცის“

5f951645366ae
მარიამ ადამია
25.10.20 10:15
2503
Gastronaut-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ქოქიაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ Bocuse d’Or-ის ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე, საქართველოს შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდისა და ქართული გასტრონომიის Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატზე წარდგენისას, ღონისძიების წამყვანმა ჩვენი ქვეყანა „შაშლიკთან“ გააიგივა.

„ჩემპიონატის დაწყების პირველ დღეს, გამოჩნდა, რომ მსოფლიომ საქართველოს გასტრონომიული პოტენციალიდან მხოლოდ „შაშლიკი“ იცოდა, თუმცა უკვე მეორე დღისთვის, ეს წარმოდგენა რადიკალურად შევუცვალეთ, რადგან შეფ-მზარეულებმა, რომლებიც გასტრონომიული მიმართულებით ლიდერები არიან მსოფლიოში, დეტალურად გამოგვკითხეს ჩვენი ქვეყნის, პროდუქტების შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს გასტოტურიზმის პოპულარიაციას და საქართველოს წარმოჩენას. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს,“ - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთ მონაწილე ქვეყანას ეღიმებოდა კიდეც საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნად მოხსენიებაზე, თუმცა ქართულმა გუნდმა ეს სტერეოტიპიც დაამსხვრია.

„თითქოს სასაცილო იყო იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის გვერდით საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოდ აღიარება, ამბობდნენ, რომ ღვინო მათთან ასოცირდება, არადა ამ დროს ესპანეთმა თავის კერძში ქართული ქვევრის ღვინო გამოიყენა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ღვინის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზარზე გადის, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ გასტრონონმიაზე, რადგან ჩვენ უფრო ვართ ტავერნები, ბარებისა და ჩვეულებრივი რესტორნების დონეზე და ამ ხარისხს სჭირდება ამაღლება, იმისათვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულინარია"- განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატზე წარსდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა და მასში 20ი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.

საქართველო ჩემპიონატში 16 საუკეთესოთა შორის მოხვდა. რაც შეეხება წარდგენილ ლანგარს, კონცეფციის შთაგონება ქართული არქიტექტურული ფენომენი - მესხური ოდა იყო.