მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასტროტურიზმი ახალი მიმართულებაა, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს“ - ჯანიაშვილი

60e6e5fc7fc93
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 16:46
1401
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს აგრძელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის მხარეს გამოცდილი შეფმზარეულები ესტუმრნენ და ადგილობრივ კერძებსა და მომზადების წესებს გაეცნენ, გასტრო-ტურის ფარგლებში შეფმზარეულებმა მასპინძლებთან ერთად კერძები მოამზადეს.

ტურის ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა სოფელ ჭობარეთში, ტურის მონაწილეები ესტუმრნენ სოფელ უდეში დედათა მონასტერს, დაათვალიერეს ახალციხეში მდებარე რაბათის ციხე და მუზეუმი. კულინარიული ტურის ფარგლებში ასპინძაში მოეწყო ქვევრის ლუდის დეგუსტაცია.

„გასტრო ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტურისტებში. ჩვენი ამოცანა და პროექტის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გასტრონომიული პოტენციალის წარმოჩენა, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ ჩვენი ვიზიტორებისათვის შეთავაზება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
(NS)