გასული 24 საათი ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ნეიტრალური შედეგებით დასრულდა: S&P 500-ის ღირებულება 0.25%-ით გაიზარდა; 0.98%-ით მოიმატა Nasdaq-ის ინდექსის ფასმა; Dow Jones-ის ღირებულება კი 0.26%-ითაა შემცირებული.
საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიებს შორის კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებლები არიან: Microchip Tech-ის აქციები 6.1%-ით გაიზარდა; 3.8%-ით მოიმატა Nvidia-ს აქციების ღირებულებამ; ხოლო Intel-ის აქციები 2.2%-ით არის გაზრდილი.
გასულ 24 საათში გამორჩეული შედეგები ჰქონდათ კიბერუსაფრთხოების სექტორში წარმოდგენილ კომპანიებსაც: Fortinet-ის აქციები 6.8%-ით არის გაზრდილი; CrwodStrike-ის ღირებულებამ 5.7%-ით მოიმატა; 5.4%-ით გაიზარდა Spunk-ის აქციები; Palo Alto Networks-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.3%-ითაა გაზრდილი; Adobe-ს აქციების ფასმა კი 4.2%-ით მოიმატა.
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერშეტევების შემთხვევების მატების ფონზე, გაიზრდება კიბერუსაფრთხოების სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მათ აქციებზე.
უმსხვილესი ამერიკული კომპანიებიდან გუშინ გამორჩეული შედეგები შემდეგ ორგანიზაციებს ჰქონდათ: Salesforce (+2.2%); Microsoft (+1.9%); Apple (+1.6%); Cisco (+1.2%); Chevron (+1.0%).
საგულისხმოა, რომ მიმდინარე სავაჭრო კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სტატისტიკის სამსახურის მიერ აპრილის თვეში დაფიქსირებული წლიური ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებაა.
სააგენტოს ინფორმაციით, აპრილის თვეში აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.3% შეადგინა, რაც გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს - როგორ მიიღებენ ამ სიახლეს ინვესტორები, ამას მიმდინარე სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ