მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს მუშაობის უფლება 29 ექიმს დროებით შეუჩერდა - სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ანგარიში

61efd997bfff8
ინგა მურუსიძე
25.01.22 15:52
432
2021 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 29 ექიმს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერა. ამის შესახებ საუბარია რეგულირების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და გაწეულ საქმიანობას ეხება. დოკუმენტი უწყებამ პარლამენტს წარუდგინა. 

„პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 91 საკითხი (183 ექიმი). საბჭოს მიერ გადაიდო/არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხიმგებლობის საკითხი; პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 22 ექიმს;

პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 154 ექიმს, აქედან: 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 29 ექიმს (1 თვით - 5 ექიმს; 2 თვით - 10 ექიმს; 3 თვით - 4 ექიმს; 4 თვით - 2 ექიმს; 6 თვით - 8 ექიმს)“, - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.