სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული რევიზიის/კონტროლის (გეგმიური, არაგეგმიური, ცალკეული შემთხვევები) შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს განესაზღვრათ ფინანსური სანქცია - 4 586 444.44 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ აღნიშნულია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც 2021 წელს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოში სულ შევიდა 1681 საკითხთან დაკავშირებული 1177 კორესპონდენცია;
აღნიშნული 1177 კორესპონდენციიდან, 249 წარმოადგენს პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებულ კორესპონდენციას; 338 - სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებლის მომართვებს (აქედან: 294 - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, 44 - რეფერალური დახმარების კომისიიდან), რომლებიც ეხება პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხებს (სულ - 508 შემთხვევა); 117 - პაციენტების მიერ თანხის გადახდის (თანაგადახდა) მართლზომიერების საკითხებს; 60 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს; 6 - საავადმყოფო ფურცლის გაცემის მართლზომიერების საკითხებს; 5 - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ,,ფორმა №IV-100/ა“ გაცემის მართლზომიერების საკითხებს; 20 - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, პირობების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს; 63 - COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, გეგმიური სტომატოლოგიის განხორციელების უფლების განსაზღვრას; 41 - დაწესებულებების სანებართვო/სალიცენზიო/ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის შესწავლას (69 დაწესებულება); 17 - ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლასთან/კოვიდსაწოლების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს; 14 - სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფო პროგრამების რევიზიას/კონტროლს (28 დაწესებულება); 247 - სხვადასხვა საკითხებს.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, 18 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო პროგრამების შემოწმება (რევიზია/კონტროლი); ასევე, გამოიცა შემოწმების ამსახველი რევიზიის/კონტროლის აქტები (20 სამედიცინო დაწესებულების მიმართ); 104 დაწესებულებაში შემოწმდა სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის მიზნით ფორმა №2 რეცეპტების ასლების შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია; 19 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა სანებართვო პირობების შემოწმება, ასევე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში - გადამოწმება; 8 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა სალიცენზიო პირობების შემოწმება, ასევე, 2 სამედიცინო დაწესებულებაში - გადამოწმება; 3 სააღმზრდელო დაწესებულებაში განხორციელდა სალიცენზიო პირობების შემოწმება; 66 დაწესებულებაში განხორციელდა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმება, ასევე, 15 დაწესებულებაში - გადამოწმება; 137 შემთხვევაში განხორციელდა ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID-19-ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, პირობების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი; 22 დაწესებულებაში განხორციელდა მონიტორინგი COVID-19-ის ინფექციის სამკურნალოდ მობილიზებული სამედიცინო დაწესებულებების ჰიბრიდულ რეჟიმზე დაბრუნებასთან დაკავშირებით; 65 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში განხორციელდა გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების, ფუნქციონირების წესისა და შეტყობინების ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 8 მაისის №01-193/ო ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული რეკომენდაციების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი; 2 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება; 9 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში ჩატარდა სანარკოზო აპარატების მონიტორინგი; „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ”, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის № 01-467/ო ბრძანებით მობილიზებულ 74 დაწესებულებაში განხორციელდა საწოლფონდის მონიტორინგი; 59 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განხორციელდა COVID-19-ის იმუნიზაციისათვის განკუთვნილი ვაქცინების შესანახი მაცივრების მონიტორინგი.
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული რევიზიის/კონტროლის (გეგმიური, არაგეგმიური, ცალკეული შემთხვევები) შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს განესაზღვრათ ფინანსური სანქცია - 4 586 444.44 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ