მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (3 – 8 მაისი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

6097d59abdf44
ირაკლი მაკალათია
09.05.21 18:02
1028
1. 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა
2. 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
3. 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 140%-ით გაიზარდა
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში
6. "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახალ 200 მილიონი ლარის ვალს იღებს
7. საქართველოს საფონდო ბირჟაზე არ შემდგარი გარიგებები და კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა
8. საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.42 მილიარდ ლარს მიაღწია
9. საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა
10. აისახება თუ არა რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე




1. 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა

2021 წლის აპრილში წინა თვის მსგავსად წლიურმა ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა, ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვისა (13,8%) და ტრანსპორტის ჯგუფში (12,4%). სწორედ ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთის 9,5%-მდე გაზრდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bbed8M; https://bit.ly/3h5GD7Y; https://bit.ly/3o0bqog



2. 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასით გაიზარდა და 541 764 ბენეფიციარი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ყოველთვიურად იზრდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xTl9B3



3. 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 140%-ით გაიზარდა

2020 წელს პანდემიის პერიოდში ჩაკეტილი საზღვრების შედეგად, მკვეთრად შემცირებულ ტურისტების რაოდენობასთან შედარებით 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 140%-ით გაიზარდა და 82,519 ვიზიტორი შეადგინა. თუ ტურიზმის სექტორის სამიზნე მაჩვენებლად 2019 წელს ავიღებთ, 2021 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 85,0%-ით არის შემცირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური ე.წ. მწვანე პასპორტზე მუშაობს, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქებისათვის გარკვეული შეღავათებით სარგებლობის მიცემას გულისხმობს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოსვლაზე დაბალი ინტერესია, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე, მათ შორის 21:00 საათის შემდეგ დაწესებულ კომენდანტის საათზე.


ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hbqCxa; https://bit.ly/3eto6kh; https://bit.ly/3f2ZUEj



4. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი წარსულში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. 2019 წლიდან ის სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრ GLOBSEC-ის პროექტების მმართველი და 2021 წლიდან ჩეხური საინვესტიციო ფონდ ,,4gimel’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მისი მიზანი კი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე მუშაობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xXvGeu; https://bit.ly/2RE5PHM; https://bit.ly/3f49Q0l


5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. საუბარი გაიმართა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონულ პროექტებზე, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SFfGOf; https://bit.ly/3vUhTUo; https://bit.ly/3uxMNl8; https://bit.ly/3tBJ5W9


6. "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახალ 200 მილიონი ლარის ვალს იღებს

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” მიმდინარე წლის ბოლოს 200 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. მიღებული თანხა საოპერაციო ხარჯების დაფარვას მოხმარდება, ნაწილით კი საინვესტიციო პროექტები დაფინანსდება. აღნიშნულ პროცესში კომპანიის ფინანსური კონსულტანტი “გალტ & თაგარტი” იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tyhllr; https://bit.ly/2Q5hUFM


7. საქართველოს საფონდო ბირჟაზე არ შემდგარი გარიგებები და კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში არცერთი ლარის გარიგება არ შემდგარა. საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი მიზეზად კორონავირუსის პანდემიას და ასევე, არასაბირჟო გარიგებების ზრდას ასახელებს. წინა წლებშიც გვქონდა ისეთი პერიოდები, როცა გარიგებები საერთოდ არ იდებოდა. 2020 წლის განმავლობაში სულ 48 გარიგება დაიდო, რომელთა გარიგებამ სულ რაღაც 46,1 ათასი ლარი შეადგინა და მონაწილეები იყვნენ: სს ,,ლიბერთი ბანკი’’, სს ,,თელასი’’, სს ,,მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი’’ და სს ,,საქართველოს ბანკი’’. 2019 წელს კი სულ 56 გარიგება დაიდო და 45,7 ათასი ლარი შეადგინა.

იმისათვის, რომ საფონდო ბაზარი გაიზარდოს უნდა გაჩნდეს სააქციო საზოგადოებები. სააქციო საზოგადოებების გაჩენა კი შესაძლებელია სახელმწიფოს ბალანსზე დღემდე არსებული უზარმაზარი კაპიტალის გაცოცხლებით. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივები სააქციო საზოგადოების ფორმით უნდა გადავიდე კერძო საკუთრებაში, რაც გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, შემოსავლების ზრდას, ახალი ფასიანი ქაღალდების გაჩენას ბაზარზე და საფონდო ბირჟაზე აქტივობის ზრდას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uxHzFP; https://bit.ly/33pz04e; https://bit.ly/3bbO89q



8. საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.42 მილიარდ ლარს მიაღწია

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.42 მილიარდი ლარი შეადგინა, სადაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში პროცედურული და ტექნიკური სახის ცვლილებები იგეგმება, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uyImq3; https://bit.ly/2QXnqe8


9. საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა

14 მაისიდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით ფრენებს ამატებს. ხოლო ნურ-სულთანიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე შეასრულა ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც ასევე ატირაუს, აქტაუს და ნურ-სულთანის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3etGauB; https://bit.ly/3twTYst


10. აისახება თუ არა რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე

რუსეთმა 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით წიწიბურის ექსპორტი დროებით აკრძალა. საქართველოსთვის კი რუსეთი წიწიბურის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით წიწიბურას მარაგები ქვეყანაში საკმარისია და იმპორტიორები მათ წინაშე მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდებიან.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RDnwHL; https://bit.ly/3xTIORY; https://bit.ly/3vVbWX1