მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გახარია 10 თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენზე“ - გია ხუხაშვილი

602e74df10c29
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 18:15
5006
„გახარია 10 თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენზე“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გიორგი გახარიას სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნასა და საქმიანობას პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

BM.GE-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სისტემაში გიორგი გახარია მისი რეკომენდაციით მოვიდა.

„სისტემაში გიორგი გახარია ჩემი რეკომენდაციით აღმოჩნდა, მერე უკვე მან თვითონ გაიკეთა კარიერა. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, ყველაფერი ფარდობითია. იმ საკადრო პოლიტიკის ფონზე, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ის 10 თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენზე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე - საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან დღეს გადადგა, რის მიზეზადაც ყოფილმა პრემიერმა მმართველი პარტიის წევრებთან ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.