მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია დავოსში 30-მდე შეხვედრას გამართავს - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

5e26ca322ba01
ინგა მურუსიძე
21.01.20 13:55
855
დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის პროგრამით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიქოვანი ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი აქვს.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

„ამასთან, იქნება დისკუსიები რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.