მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრობის ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტი
16.02.24 15:21
341

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.

კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

რეგლამენტის თანახმად, კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი ბიუროზე, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უბრალო უმრავლესობის(76 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები