მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე" - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

დელტა ტექსტილი

სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ პროგრამას უსმენენ.

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების გზაზე და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და შედარებით დაბალ ფასში მიწოდებას თავდაცვის ძალებისთვის. ქართული სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. ამ მიმართულებით ჩვენ გამოვიყენებთ რესურსებს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მოხდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში ერთადერთი ცვლილებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ კიდევ პარლამენტარმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა, რომელიც უკვე წარდგა დეპუტატების წინაშე, როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი.

თავდაცვის სამინისტროს სამკერვალო ქარხანა ზარალზეა

თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამკერვალოს მიერ შეკერილი ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის შექმნას განიხილავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები