მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს აუდიტის შედეგები - რა დარღვევები აღმოაჩინეს “დელტაში”?

6468757a87c91
ინგა მურუსიძე
21.05.23 00:18
2074
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურმა უარყოფითი დასკვნა გასცა.

სხვა მიგნებებთან ერთად, აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო წერილში “დელტაზეა” საუბარი. კერძოდ, საუბარია ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის და დანაკარგების მიმართულებით არსებულ პრობლემაზე, რაც სერიოზულ ფინანსურ რისკებს ქმნის.

“2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით “დელტაში” ირიცხება 2011 წელს მიღებული 1,628,423 ლარის ღირებულების 170.80 ტონა მარაგი, რომელზეც, სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, მიღების თარიღიდან ბრუნვა თითქმის არფიქსირდება. დელტას მიერ 2022 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული აღწერით, ფაქტიურად არსებული მარაგი 115.48 ტონით ნაკლებია საბუღალტრო მონაცემებზე. აღსანიშნავია, რომ მარაგების ხარჯვის მიზნობრიობას და ნაშთის სისწორეს სწავლობს დელტას შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დანაკლისის წარმოშობის მიზეზია წლების განმავლობაში მარაგების ხარჯვის დოკუმენტაციის არასრულყოფილი წარმოება, რასაც ახორციელებდა დელტას მმართველობაში 2013 წლამდე შემავალი შპს "თბილავიამშენი". მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული მარაგის ნაშთი არარეალურია”, - წერია დასკვნაში.

ამასთან, გენერალური აუდიტორი ასკვნის, რომ მარაგების ეფექტური კონტროლი რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის მიმდინარეობისას დელტაში არ იყო დასრულებული უძრავი ქონების და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერჩატარებული ინვენტარიზაცია დასრულებულია 2021 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, ინვენტარიზაცია არ მოიცავს მთლიან საანგარიშო პერიოდს და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა საანგარიშო პერიოდის 1 სექტემბრის შემდგომ.

“2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დელტას მარაგები მოიცავს წლის განმავლობაში უძრავ 11,120,976 ლარის ნაშთს, რომელიც მთლიანი მარაგების დაახლოებით, 47%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2020-2021 წლებში 7,639,322 ლარს შეადგენს, რაც მოიცავს ფაქტობრივად არარსებულ, არასწორად კლასიფიცირებულ და ისეთ მარაგებს, რომელიც გადაცემულია ან გახარჯულია, თუმცა დოკუმენტაცია შედგენილი არ არის.

სამინისტროს განმარტებით, ინვენტარიზაციის არასრულყოფილად ჩატარების მნიშვნელოვანი მიზეზია აქტივების ღირებულების გარეშე აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ აქტივების რაოდენობრივი აღრიცხვის პრაქტიკა ძალოვანი უწყებებისთვის დამახასიათებელია. ისტორიული კონტექსტიდან და საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა გრძელვადიანი პროცესია. სამინისტროში ხორციელდება აქტივების შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის ღონისძიებები”, - ნათქვამია აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო წერილში..

აუდიტორი მიიჩნევს, რომ ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისა და კონტროლის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ინვენტარიზაციის შედეგად იდენტიფიცირებულ სხვაობებზე უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები