მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს სამკერვალო ქარხანა ზარალზეა

დელტა ტექსტილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს მის შემადგენლობაში არსებული სსიპ "დელტას" მეშვეობით ახალი სამკერვალო ქარხანა - "დელტა ტექსტილი" დააფუძნა, რომელიც სამკერვალო კომპანია "ჯეო-ემ-ტექსის" ბაზაზე შეიქმნა.

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო განიხილავს შექმნას ონლაინ-მაღაზია, სადაც "დელტა ტექსტილის" მიერ წარმოებულ შეიარაღებული ძალების ბრენდირებულ ტანისამოსს გაყიდის. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ბრენდირებული სამოსის რეალიზაცია თავდაცვის სისტემის პოპულარიზაციის ზრდაზე დადებითად აისახება.

“რაც შეეხება დელტა ტექსტილს, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და თუნდაც ჯარის ახლობლებისგან იმდენად მოსწონთ ხარისხი, რომ ვფიქრობთ გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია. პოპულარიზაციისთვისაც ვფიქრობ არ იქნება ცუდი, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომელსაც ეწერება ‘თავდაცვის სამინისტრო’ და თავდაცვის ძალები,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

“დელტა ტექსტილს” 2022 წლის ფინანსური ანგარიში საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 9.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 0.3 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, კომპანიამ წელი მოგების ნაცვლად 8.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, რისი მთავარი მიზეზიც კომპანიის აქტივების 10 მილიონი ლარით გაუფასურება იყო.

ფინანსურ ანგარიშში არაა წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია თუ რამ განაპირობა მისი აქტივების გაუფასურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები