მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია დავოსში ფოთის პორტის ოპერატორ APM-ს შეხვდა - რელიზი არ გავრცელებულა

5e32be4c540d7
ინგა მურუსიძე
30.01.20 15:50
832
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში APM ტერმინალის ხელმძღვანელობას შეხვდა.

„დავოსში შეხვედრები მქონდა ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელთან, მათ შორის APM ტერმინალის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა გახარიამ.

დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა მათ შორის APM ტერმინალის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე პრეს-რელიზი მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერის პრესსამსახურს არ გაუვრცელებია. Bm.ge-ს ინფორმაციით კი, ეს შეხვედრა შედგა და დღეს, ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ამას პრემიერიც ადასტურებს.

APM Terminals-სთან დაკავშირებით განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც გააკეთა. BM.ge-ს კითხვაზე, შედგა თუ არა შეხვედრა დავოსში, ეკონომიკის მინისტრმა პრემიერის აპარატთან გადაგვამისამართა. მისი თქმით, მთავრობისთვის ცნობილია კომპანია APM-ტერმინალის სურვილი ფოთის პორტის გაფართოებაზე, თუმცა მათ მთავრობისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმრთავთ.

bm.ge დილიდან ცდილობს თავად კომპანიასთან დაკავშირებასაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. ფოთის ნავსადგურის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი აცხადებდა, რომ ახალი ნავმისადგომების $250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან და მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

APM-ის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14.5 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტროსა და APM-ს შორის ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა.