ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მთავრობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მოვალეობის შემსურლებელი გახდება, ამ ვადაში კი პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა დაამტკიცოს. ამას საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი არეგულირებს.
"ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება,"- ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლში.
საქართველოს პარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნებაა", რომელიც ახალ პრემიერსა და ახალ მთავრობას დაამტკიცებს.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს 1 წლისა და 5 თვის განმავლობაში იკავებდა.