მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია გამოდის ინიციატივით, RIA პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტებისთვისაც სავალდებულო იყოს

5fe47e4acfeda
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 16:00
842
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს, რომ რეგულირების გავლენის(RIA) შეფასება პარლამენტის მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო პაკეტებმაც გაიაროს. ამის შესახებ მან პარლამეტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), როგორც ინსტრუმენტი გაძლიერდება და მისი გამოყენება სულ უფრო აქტუალური იქნება.

„პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო სიახლეებს RIA გავატაროთ, ვფიქრობ რომ ეს სამართლიანი იქნება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

ამჟამად რეგულირების გავლენის შეფასების გავლა მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზეა აუცილებელი. აღნიშნული დოკუმენტი სწავლობს, რა გავლენა აქვს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღება სხვადასხვა მიმართულებაზე, მაგალითად ეკონომიკაზე.