საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.
დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას.
შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადეკვატურად პასუხობს.
მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა