მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

5fd37396d02e2
ინგა მურუსიძე
11.12.20 17:18
1904
საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილება შეიწყვიტა. როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გიორგი გახარიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვიტის შესახებ განცხადებით მიმართა.

კონსტიტუციით, გიორგი გახარიამ უახლოეს მომავალში მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა წარადგინოს, მანამდე კი გუნდი მოვალეობის შემსრულებლებად რჩება.

რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს - როგორც ჩანს, აქ ცვლილებები იქნება, თუმცა, დეტალები ცნობილი არ არის. ამ დროის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გადაინაცვლა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ახალმა პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.