საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი გიორგი გახარიას საქმიანობას აფასებს და ამბობს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს თუ პროექტებს ვერ იხსენებს.
„გიორგი გახარიას 8 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა - ის იყო ბიზნესმბუდსმენი, იყო ეკონომიკის მინისტრი, იყო შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი და ბოლოს მთავრობის მეთაური. დასანანია, ასეთ შემთხვევაში, არ გახსენდებოდეს კონკრეტული რეფორმა ან მის პერიოდში განხორციელებული პროექტი, არ მახსენდება არც ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარია განხორციელება და არა იდეა“, - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს განხორციელებული პროექტების თუ რეფორმების შეხსენება მან სოციალურ ქსელშიც ითხოვა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, პასუხი ვერ მიიღო.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ორგზის გაპრემიერებას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას გაითვალისწინებდა. <გადაცემა „ქალების ნარატივი“ ეთერში 22 თებერვალს გავიდა>.
„ზოგადად, მსოფლიოში და საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდია. საერთოდ, ცხოვრებაში შანსი მეორედ იშვიათად ეძლევა ადამიანს - ირაკლი ღარიბაშვილი, ამ მხრივ, იღბლიანია. იმედს ვიტოვებ, რომ ის გაითვალისწინებს თავისი პირველი პრემიერობის პერიოდს, ასევე, ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ მდგომარეობას. ჩვენ თითქმის 3 კრიზისი გვაქვს ერთდროულად: პირველი უკავშირდება პანდემიას, კოვიდთან ბრძოლა არ დასრულებულა. ეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდევ ახლა შევდივართ და ახლა ვიგრძნობთ ამის შედეგებს. მესამე კი, ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ ეს ყველაფერი პოზიტიურად გამოიყენოს და თითოეული გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის როლია, რომ გახლეჩილი საზოგადოება მაქსიმალურად გააერთიანოს; ამისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტემბრიც, ტონიც, საუბარიც, მიმართვაც. უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს - როგორ შეგვიძლია ეს ქვეყანა გადავარჩინოთ ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის ოფიციალური მიზეზიც სწორედ ნიკა მელიას საქმე გახდა. უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერის დაკავების ფორმებსა და ვადებზე გუნდის დანარჩენ წევრებს არ ეთანხმებოდა.
ნიკა მელიას დაპატიმრებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი