მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნის თუ არა ევროპა საზღვრებს ამ ზაფხულს ამერიკელი ტურისტებისთვის?

6086b58128b8b
ნათია თაქთაქიშვილი
26.04.21 21:29
661
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამერიკის მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, წელს ზაფხულში ევროპაში მოგზაურობის უფლება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისი განმარტებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უპირობოდ დათანხმდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს.

ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, ევროპაში ჩასვლა იმ ამერიკელებს შეეძლებათ, რომლებმაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა უკვე გაიკეთეს. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდიდან აღდგება ფრენები.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ელექტრონული კოვიდ-პასპორტები, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც კოვიდ-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.