მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

პრემიერი
BM. GE
24.10.23 10:11
80

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023".

„გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.

„გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება.

„გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად.

ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები