მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთხოვს ზურაბიშვილი ბრიუსელს? - ინტერვიუ Euronews-თან

პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის მიზეზებზე Euronews-თან ინტერვიუში საუბრობს და საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ისტორიული არჩევნების სწორად ჩატარების შემდეგ, ევროკავშირისგან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელებას ელის.

Euronews: იმ შემთხვევაში, თუ პროევროპული ოპოზიციური პარტიები მოიგებენ ამ არჩევნებს, ეყოლებათ მათ საკმარისი დეპუტატები, მთავრობის ფორმირებისთვის?

- ოთხი პროევროპული პარტიაა, რომლებმაც, გამოკითხვების თანახმად, ხმების, დაახლოებით, 60% უნდა მიიღონ. შემდეგ ისინი შეძლებენ, პარლამენტში კოალიცია შექმნან. "ქართული ქარტიის" გარშემო გაერთიანება საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების რეცეპტია. ოთხივე პარტიამ ქარტიას ხელი მოაწერა, შესაბამისად, მომდევნო 9 თვე მათი სამოქმედო გეგმა ევროპელ პარტნიორებთან კავშირის აღდგენა იქნება.

რას სთხოვთ ბრიუსელის, მომავალი არჩევნების თვალსაზრისით?

- მხოლოდ ერთი თვე დაგვრჩა. ევროპას არაფერი შეუძლია, გარდა იმის დადასტურებისა, და ამ ვიზიტით სწორედ ამის თხოვნას ვაპირებ, რომ თუ არჩევნებში პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, ქარტია კი არჩევნებიდან ძალიან მალე ამოქმედდება და, როგორც კი პარლამენტი ფორმირდება, ევროკავშირი გაფართოების მოლაპარაკებებს იმ ეტაპიდან გააგრძელებს, საიდანაც შეწყვიტა.

არ გეშინიათ, რომ შედეგების შესაცვლელად ხმების გაყალბების გზას მიმართავენ?

- არჩევნების გაყალბება სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უკვე ცნობილი ფენომენია. ეს ასევე მარტივად დათვლადია. შესაბამისად, უკვე ვიცით, რომ ჩვენს 60/40%-იან პროგნოზში, გაყალბების ფაქტორი მეტ-ნაკლებად უკვე ჩათვლილია. ხმებში გათვალისწინებულია ის ხალხი, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს და სამსახურის გამო ღელავენ. ყველაფერი ეს მეტ-ნაკლებად ცნობილია. მთავარია, პროცესი მშვიდობიანი იყოს და მოსახლეობამ მობილიზება შეინარჩუნოს და გამარჯვება პროევროპელებს დარჩებათ.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფება. 30 სექტემბრიდან დღემდე პრეზიდენტი უკვე შეხვდა გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, გუშინ კი იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრაცაა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები