ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
"მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, - წერს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა ასევე, შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.