მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგინა

633d3166253d8
გიორგი თოლორდავა
05.10.22 11:27
556
რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგინა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Gazprom-მა ტექნიკურ-ბიუროკრატიული პრობლემის აღმოფხვრა შეძლო და ახალა უკვე იტალიური კომპანია ENI შეუფერხებლად მიიღებს რუსულ გაზს, მილსადენის საშუალებით.

ცნობისთვის, რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება კვირის დასაწყისში შეუწყვიტა, რაც Gazprom-ის განმარტებით, ავსტრიაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით იყო განპირობებული, რომელმაც რუსულ ენერგოგიგანტს ავსტრიაში გამავალი მილსადენით სარგებლობა შეუზღუდა.

ავსტრიის მთავრობის განცხადებით, მსგავსი ტიპის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად შეწყვიტა, გარე ფაქტორების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიისგან განსხვავებით, იტალია ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, შესაბამისად, Gazprom-ის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვას ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე დიდი ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს მოვლენაც კრემლის მხრიდან ძალის დემონსტრაციად და პოლიტიკურ ზეწოლად უნდა იქნეს განხილული.