მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული გაზის ექსპორტი განახევრდა

63b421561e120
გიორგი თოლორდავა
03.01.23 16:52
891
2022 წელს რუსული გაზის ექსპორტის საერთო მოცულობა თითქმის განახევრდა. Gazprom-ის ინფორმაციით, დსთ-ს ქვეყნებს გარეთ რეალიზებული ბუნებრივი აირის მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული, კერძოდ, 185 მილიარდიდან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, უცხოეთში გაზის ექსპორტის მკვეთრი შემცირება საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებმა Gazprom-ისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს, დასავლეთში კი რუსულ გაზზე მოთხოვნა მკვეთრად იკლებს. გარდა ამისა, აშშ-მა, ბრიტანეთმა, იაპონიამ, კანადამ და ავსტრალიამ რუსული გაზის იმპორტი აკრძალეს.

Gazprom-ის ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთი ახალი რეალობის წინაშე დგას, სადაც ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი არა ევროკავშირი, არამედ ჩინეთია.

კომპანიის აქციონერებთან შეხვედრაზე მილერმა ჩინეთი-რუსეთის დამაკავშირებელი მილსადენების განვითარების მნიშვნელობაზე და აზიურ ბაზარზე გადაწყობის სტრატეგიაზე ისაუბრა.

კომპანია Gazprom-ი ბუნებრივი აირის გლობალური რეზერვების 11%-ს ფლობს და ის რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები და თავად რუსეთის ეკონომიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები