მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგი ქელბაქიანი: ინდუსტრიაში ბევრი გამოწვევაა და მათი მოგვარება ერთიანი ძალისხმევითაა საჭირო

629f457d931ae
ნინი ლონგურაშვილი
07.06.22 16:35
1069
"ინდუსტრიაში ბევრი გამოწვევაა და საჭიროა მათიმოგვარება ერთიანი ძალისხმევით”, - ამის შესახებ“საქმიან დილასთან” კომპანია „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ კითხვის საპასუხოდ გასცა.

გეგი ქელბაქიანის თქმით, თუ ადმინისტრაციულ საკითხებს სახელმწიფოებრივ დონეზე არ მიეხედა, ლარის კურსის მერყეობა იმდენად არ ცვლის სურათს, რამდენადაც ის საკონონმდებლო ველი, რომელშიც სამშენებლო სექტორს უწევს მუშაობა.

"დღეს ჩვენი ინდუსტრია საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დგას, სექტორში მუშახელი ძალიან გვიჭირს. პრობლემებს ემატება მსოფლიო ინფლაცია და ფასების ზრდა. ამას გარდა, უამრავი ადმინისტრაციული პრობლემა დგას, რომელიც საკანონმდებლო ბაზაში გამოიხატება. ამაში იგულისხმება სამშენებლო ნორმები, შესყიდვების კანონმდებლობა, ასევე, კონტრაქტის ის ფორმები, რომელიც გაგვაჩნია სახელმწიფოსთან ურთიერთობის დროს და თუ ამას სახელმწიფოებრივ დონეზე არ მიეხედა, ერთი მუშით მეტს ვიშოვით თუ ნაკლებს და ვალუტის კურსი, ვთქვათ, 3.1 იქნება თუ 3.05, იმდენად არ ცვლის სურათს, რამდენადაც ის საკონმდებლო ველი, რომელშიც გვიწევს მუშაობა", - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.