მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.16%-ია - რეგიონები, რომელიც ინფიცირების მაჩვენებლით ლიდერობს

61fccd67154af
ინგა მურუსიძე
04.02.22 11:00
579
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა,
აჭარა - 2 173,
იმერეთი - 3 357,
ქვემო ქართლი - 1 340,
შიდა ქართლი - 1 279,
გურია - 456,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480,
კახეთი - 1 091,
მცხეთა-მთიანეთი - 479,
სამცხე-ჯავახეთი - 376,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში. 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.