მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ევროპაში ინფლაციით ერთ-ერთი ლიდერია – EBRD

61852409afd1d
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 16:28
1218
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროპის რეგიონისთვის მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. EBRD 2021 წელს საქართველოსთვის 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ორგანიზაციის წინა შეფასებასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია. ანგარიშში გამოწვევებს შორის EBRD მაღალ ინფლაციას ასახელებს. ამ მიმართულებით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. კერძოდ მესამე ადგილს იკავებს თურქეთისა და ყირგიზეთის შემდგომ.

“მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფლაციური წნეხი მზარდია. სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 12.3%-ს მიაღწია, რაც საწვავის იმპორტის გაზრდილი ღირებულებით, ასევე სურსათზე გლობალურად გაზრდილი ფასებით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ გაზარდა, 2021 წლის აგვისტოდან ის 10%-ს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში არსებული ძლიერი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, წელს საქართველოში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ზრდისთვის ძირითადი რისკია ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ასევე პანდემიის გავრცელება და გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა,”- აღნიშნავს EBRD-ი.