მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენადი არველაძე: "კორეულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ"

5e010fc9adcef
BM.GE
23.12.19 23:22
946
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრები იმართება კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ქართულმა დელეგაციამ პირველი ორმხრივი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრის მოადგილესთან, ჯუნგჩუნ ჩასთან გამართა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული და კორეული სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

გენადი არველაძის განცხადებით, ბოლო წლებში ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები კორეასთან, რასაც ადასტურებს კორეული კომპანიების მაღალი ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ.

„კორეული მხარე გამოხატავს ინტერესს ისეთი საექსპორტო პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტი. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ორმხრივი შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა ორი ქვეყნის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორს შორის უახლოეს მომავალში კონკრეტულ, ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს, მათ შორის სტარტაპების ხელშეწყობა-განვითარების კუთხითაც“ - აღნიშნა არველაძემ.

ვიზიტის ფარგლებში კორეაში გამართული პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დარგის წარმომადგენლებისათვის გაცვლით პროგრამებს, ორი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციის განახლებებს, ასევე ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებს.