მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენგეგმა გორიდან სასროლეთის გადატანის რეკომენდაციას გასცემს

5dcfcef708a8d
დავით ჯალაღონია
16.11.19 14:50
1223
გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა დასრულდა და დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა. გენგეგმა, სხვადასხვა მიმართულებით ქალაქის განვითარების ხედვებს მოიცავს, მათ შორის თავდაცვის სფეროს ნაწილში.

როგორც გორის გენერალური გეგმის კონცეფციაშია ნათქვამი, აუცილებელია ხსენებული ობიექტის ქალაქიდან მსგავსი აქტიობისათვის უფრო შესაბამის, მოსახლეობისაგან მოშორებულ არეალში გადატანა.

„გორის ტერიტორიაზე მრავალი სამხედრო ობიექტია. ისტორიულად თუ განვიხილავთ - გორი ყოველთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან თავდაცვით სტრატეგიულ წერტილს საქართველოში და აქ შესაბამისად არსებობს ფორტიფიკაცია - გორის ციხე. მიუხედავად ამისა, გორი გარდა თავდაცვისა ითავსებს სხვა მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ფუქნციებს და საჭიროა მისი ერთიანი სახით გააზრება. მის ტერიტორიაზე სასროლეთის არსებობა მოხერხებულია თავდაცვითი უწყებებისა და დანაყოფების ოპერერირებისათვის, თუმცა ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გორის სოციალურ, კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.

აუცილებელია ხსენებული ობიექტის ქალაქიდან მსგავსი აქტიობისათვის უფრო შესაბამის, მოსახლეობისაგან მოშორებულ არეალში გადატანა. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტერიტორია, ობიექტის გადატანის შემდგომ, არ უნდა იქნას დატვირთული საქალაქო განვითარებებით და განხილული უნდა იქნას როგორც ქალაქის ლანდშაფტურ-რეკრეაციული რესურსი“, – ნათქვამია გენგეგმის პროექტში.

გორის გენგეგმის ავტორია "სითი ინსტიტუტი საქართველო". სწორედ ამ ორგანიზაციამ მოამზადა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც.

შეგახსენებთ, რომ გორიდან სასროლეთის გადატანას გასულ წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ მათი პოზიციები არ გაიზიარა.

საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა დაამტკიცოს.