George Grey Winery-ის პრემიუმ ხაზის ღვინოები და ცისფერი ღვინო Kesane იაპონიაში ონლაინ მაღაზიასა და კაფე-ბარებში გაიყიდება.
კომპანიამ ამ მიმართულებით პირველი საექსპორტო პარტია მიმდინარე წლის სექტემბერში გააგზავნა და დღეისთვის ტვირთი იაპონიაში უკვე ჩასულია. როგორც BM.GE-სთან საუბრისას George Grey Winery-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, საექსპორტო ბაზარზე ღვინის ღირებულება 50 დოლარამდე იქნება.
„იაპონიაში მომდევნო წლის აპრილამდე 20 000 ბოთლის გატანა გვაქვს დაგეგმილი. პირველ ჯერზე 6 000 ბოთლი გავაგზავნეთ. ექსპორტირებული ღვინის დიდი ნაწილი „კესანეს“ ცისფერი ღვინოა, დანარჩენი კი ტრადიციული ღვინოებია.
მინდა აღვნიშნო, რომ იაპონიაში ჩვენი ღვინის ექსპორტი, იაპონიაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებაა. ის სხვადასხვა პლატფორმაზე არა მხოლოდ ჩემი, არამედ ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზებას ეწეოდა და ამის შემდეგ იაპონიიდან რამდენიმე დაინტერესებული კომპანია შეგვეხმიანა“, - აღნიშნავს გიორგი რუხაძე.
იაპონიის გარდა George Grey Winery-ის ღვინოების ექსპორტს მიმდინარე წელს აშშ-ში, შვეიცარიასა და შვედეთშიც გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამერიკის და შვეიცარიის მიმართულებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
„ამ ბაზრებზე პირველი პარტიები წლის ბოლომდე გაიგზავნება, შემდეგი ბაზრები კი სამხრეთ კორეა, შვედეთი და ჩინეთი იქნება. ამ კუთხით მოლაპარაკების პროცესში ვართ და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე შევთანხმდებით“, - განმარტა მეწარმემ.
გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაბამის ბაზრებზე რეალიზებაა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია წლიურად 100 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელთა შორის კლასიკური, ქვევრის ღვინოები და ცისფერი ღვინო „კესანეა“. George Grey Winery-ის გეგმაში 2020-2022 წლებში წარმოებული პროდუქტის 70-80%-ის ექსპორტზე გატანა შედის, რომლის შესრულებასაც კომპანია ეტაპობრივად გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება