მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა

BM.GE
03.04.23 11:52
140
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე სამ დღიანი ვორქშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აგროექსპორტის გამოწვევებზე ვორქშოპი გაიმართა. შეხვედრას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტი, კონსულტანტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალისტი, იოს ლიტერსი უძღვებოდა. სამდღიან შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, სპიკერისგან მოესმინა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბაზრის დეტალური კვლევა, ექსპორტის პოტენციალის შეფასება, გამოწვევები და ა.შ. ვორქშოპის ბოლო ნაწილი კი ბიუჯეტის შედგენისა და მარკეტინგული გეგმების კომპონენტზე საუბარს დაეთმო.