მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მეზანინ დაფინანსება და ვის შეუძლია მისი გამოყენება?

5f61b032afb7d
ლიკა გურაბანიძე
16.09.20 21:00
1488

საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart-ი, ბიზნესს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერას სთავაზობს. რა არის მეზანინ დაფინანსება და როგორ ეხმარება ის ბიზნესს, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კაპიტალის ბაზრის მომსახურების უფროსმა ნინო ჯოხაძემ ისაუბრა.

მეზანინ დაფინანსება არის შუალედური პროდუქტი სესხსა და საკუთარ კაპიტალს შორის და ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სესხის, ასევე პრივილეგირებული აქციის ფორმით. 

“რა არის მეზანინ დაფინანსება? მაგალითად, არსებობს კომპანია, რომელსაც საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით თანხის მოძიება ესაჭიროება. განვითარების მიზანი შესაძლოა იყოს გაფართოება, სხვა ბაზრებზე შესვლა, სიმძლავრეების გაზრდა და ა.შ.

ქართულ რეალობაში კომპანია პირველად სესხის ასაღებად კომერციულ ბანკს მიმართავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ კომპანიას შესაძლოა საბანკო რესურსზე ფიზიკურად წვდომა არ ჰქონდეს, მას შესაძლებლობა აქვს მეზანინ დაფინანსებით ისარგებლოს.

ასევე, იმისათვის,რომ კომპანიამ ბანკის სტანდარტული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, სხვა ალტერნატიული რესუსრების მოძიება უწევს, რაც წილის გაყიდვას ან პარტნიორის მართვაში შემოყვანას გულისხმობს.

თუმცა, ეს ბიზნესის განვითარებისთვის კომფორტული ფორმა არ არის და სწორედ ამ მომენტში შემოდის ჩვენი შუალედური პროდუქტი, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს საკუთარ კაპიტალს, თუმცა კომპანიისთვის დამატებით კომფორტს იმ თვალსაზრისით ქმნის, რომ წილში ახალი პირი არ შემოდის. ასეთი რესურსით დაფინანსების შემთხვევაში სარგებლის და ძირის დაფარვა მისი აღების ვალდებულების პერიოდის ბოლომდე არ ხდება”, - განაცხადა Galt&Taggart-ის კაპიტალის ბაზრის მომსახურების უფროსმა.

ცნობისთვის, მეზანინ დაფინანსების საშუალო ვადა 5-7 წელია, ხოლო მინიმალური მოცულობა 500 000 აშშ დოლარი.